მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად, ბულვარის მშენებლობა მოინახულა, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში თაკარა მზის ქვეშ მუშები გამალებით მუშაობდნენ. ასევე გამალებით იძიებდა “რეალ ტვ”-ს ჟურნალისტი “გურია ნიუსის” შესახებ ინფორმაციებს _ მთელი დღის განმავლობაში იზა შაქარიშვილი (ის ასე გაგვეცნო) გვეკითხებოდა, როგორ შევძელით ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა და რამდენს გვიხდიდა ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასული ივანიშვილი თითოეულ სტატიაში. როდესაც ცნობისმოყვარე თბილისელი კოლეგა სიცხისგან და დადგმული სცენარის ყურებით დაიღალა, ამასობაში მიხეილ სააკაშვილიც გამოჩნდა.
“გეიხარეთ, თქვენ!” _ ასე მიმართა მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა და გააგრძელა: “ასეთი პლიაჟი ჩვენ გავაკეთეთ ბათუმში, ანაკლიაში, ქობულეთში კეთდება ახლა ძალიან მაგარი და ყველაზე მაგარი იქნება კიდევ ურეკი. ურეკი დასასვენებლად ძალიან მნიშვნელოვანია, ურეკში კეთდება საუკეთესო წყალგაყვანილობის სისტემა, 24-საათიანი წყალი იქნება. გურიაში წელს ჩვენ ვაკეთებთ ბახმაროს და მაგრად ვაკეთებთ ზღვას. გურიას ექნება მთის კურორტი მაგარი და ზღვის კურორტი მაგარი და ეს ყველაფერი შეიკვრება მთლიანად. სხვათაშორის, ფოთშიც უნდა გავაკეთოთ ბულვარი, ქობულეთში კეთდება, მაგრამ მთავარია, ახლა წყალი უნდა ჰქონდეს ხალხს, გურულებს, გურულებს ძალიან სჭირდება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვა, ყველაფერი აქვს გურიას _ მთა, ზღვაც, მცირემიწიანია, მაგრამ ნაყოფიერი. დაუსაქმებელი ადამიანი არ უნდა იყოს საქართველოში”.
მისივე თქმით, “ძალიან დიდი გაჭირვებაა დღეს გურიაში და მაინც ყველაზე მიტოვებულია ამ წუთს, მას სჭირდება ახლა ხელისშეწყობა და მე და რამაზი მივხედავთ ამ ყველაფერს”, _ დაპირდა პრეზიდენტი დამხვდურებს.