"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობიდან" ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის წარმოშობით ლანჩუთელი, პროფესიით პედაგოგი ნინო კვიტაიშვილი იბრძოლებს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას, ინფორმაცია დაადასტურა ლანჩხუთის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა კახა ასკურავამ.
"დიახ, მე გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ კანდიდატად "ნაციონალური მოძრაობიდან" ნინო კვიტაიშვილი განიხილება. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, _ თქვა ასკურავამ.