ბრიტანული გამოცემის The Telegraph ცნობით, გაერთაინებული სამეფოს მოქალაქეები ძაღლებს ოჯახის უფრო ღირებულ წევრებად თვლიან ვიდრე სიდედრებს, სიმამრებს, დედამთილებსა და მამამთილებს.
რესპონდენტებს სთხოვეს, დაესახელებინათ ოჯახის ყველაზე ახლო წევრები. შეთავაზებული ვარიანტებიდან რესპოდენტთა 22%-მა შინაური ცხოველები დაასახელა, 21%-მა _ მეუღლის მშობლები, 60%-მა ყველაზე ახლობელ ადამიანად მეუღლე დაასახელა, დაახლოებით, იგივე რაოდენობამ კი და-ძმა.
რესპონდენტებს ისიც ჰკითხეს თუ ოჯახისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის. ბრიტანული ოჯახებისათვის პრიორიტეტული აღმოჩნდა ბედნიერება (35%), მეორე ადგილზე კი გავიდა ჯამრთელობა (25%).