ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ფირცხალაიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის ომში დაღუპული ლანჩხუთელი მეომრების _ რუსლან წულაძის, ემზარ წილოსანისა და ვასილ სმირნოვის საფლავები მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ტაძრის მოძღვარმა მღვდელმა გიორგი ცქიტიშვილმა გადაიხადა.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთჯერადი დახმარების სახით 200-200 ლარიც გადასცა.