იგი დღეისთვის უმუშევარია. წარსულში კი არა ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის საქართველოს გენერალურ კონსულად სტამბულში, საიდანაც უმიზეზოდ გაათავისუფლეს.
“გურია ნიუსი” შეეცადა ზვიად კვაჭანტირაძეს დაკავშირებოდა, მივედით ოჯახშიც, თუმცა, შინ არავინ დაგვხვდა.
დღესვე, 15 ივნისს ოზურგეთში მყოფმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ, “გურია ნიუსის” კითხვაზე, _ შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ზვიად კვაჭანტირაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, განაცხადა: _ ახლა ვერაფერს გეტყვით. ამას თავად ბიძინა ივანიშვილი განაცხადებს.