დღეს, 15 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოვლენ რობერტ კობლიაშვილი (85) და იაკობ ქაჯაია(130).
17:00 – 20:00 კვალიფიკაცია
23:00 – 00:00 რეპეშაჟი
01:00 – 01:30 შეხვედრა III ადგილისთვის
01:30 – 02:00 ფინალი
ქაჯაიას უფრო მეტად გაუმართლა _ ფინალამდე ასცდა თურქთა ევროპის 6-გზის და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი რიზა კაიაალპი, მაგრამ ნახევარფინალში ხვდება კუბელი ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მიჯაინ ლოპესი, ვინც მეოთხე ოლიმპიადაზე გამოდის. კუნძულელი 36 წლისაა.
ქაჯაია თავდაპირველად ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანს ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, მისი მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი ან ეგვიპტელი მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფი იქნება.
ბადის ამავე მხარესაა რუსი სერგეი სემენოვიც და ესტონელი მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჰეიკი ნაბიც, ოღონდ ის პირველ შეხვედრას კუბელთან ატარებს. აგრეთვე გამოვარჩევთ შვედ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ იონას მაგნუს ეურენს, ვინც ქაჯაიას წლეულს სალიცენზიო ტურნირზე მოუგო, თუმცა, ისიც კუბელის მხარესაა.
16:30 სთ – კვალიფიკაცია.
ძალოსნობაში, 105 კგ-ში ძალებს ახალგაზრდა გიორგი ჩხეიძე ცდის.