ევროკავშირმა თურქეთს უვიზო მიმოსვლა ოქტომბრისთვის უნდა მიანიჭოს, თუ ეს არ მოხდება თურქეთი მიგრანტების შესახებ გარიგებას დაარღვევს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავიშოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"არ მსურს ვისაუბრო სცენარის უარეს განვითარებაზე, მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ, მაგრამ ნათელია, რომ ან ყველა ხელშეკრულებას დავუჭერთ მხარს ან არა,"_განაცხადა ჩავიშოღლუმ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება მთავარი ჯილდოა მიგრანტების ევროპაში შემოდინების შემცირებისთვის, თუმცა, პროცესი თურქული ანტიტერორისტული კანონმდებლობისა და წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად შეფერხდა.
როგორც ცნობილია, ბრიუსელს სურს, რომ თურქეთმა ანტიტერორისტული კანონი შეარბილოს სავიზო რეჟიმის მიღებამდე.
ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ევროკავშირი თურქეთს უვიზო მიმოსვლას,სავარაუდოდ,არ მიანიჭებს.
"არ შეიძლება, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ევროკავშირისთვის სასარგებლოა, ხოლო სანაცვლოდ თურქეთმა არაფერი მიიღოს", _აცხადებს ჩავიშოღლუ.
მაუწყებლის ცნობით, ევროკომისია ჩავიშოღლუს განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.