ამ ქუჩის მკვიდრთ, ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია აწუხებთ და არაერთხელ მიუმართავთ გამგეობისა და საკრებულოსთვის. სახლების ერთი ნაწილი მაშინ გადახურეს, მეორე ნაწილი კი ისევ ისეთ მდგომარეობაშია.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ახლა მეორე ნაწილის გადახურვას გეგმავს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა აქციაზე არ გავა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები გუშინ სწორედ გრიბოედოვის მაცხოვრებლებს შეხვდნენ ოზურგეთში.
სხვათაშორის, გრიბოედოვის მაცხოვრებელია ოზურგეთის მინიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი.