ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი ჩხაიძემ, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობს, საკუთარ საარჩევნო შტაბში მედიასაშუალებების წარმომადგენლლებისთვის ბრიფინგი გამართა.
ჩხაიძემ აღნიშნული ბრიფინგი ბოლო დროს საზოგადოებაში მისი მისამართით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გამართა და დააფიქსირა, რომ მოარული ხმები, თითოქსდა ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას გეგმავდეს არჩევნებიდან, სიმართლეს არ შეეფერება.
"გარკვეულმა პირებმა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს კანდიდატურის მოხსნას ვგეგმავდე. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს გამორიცხულია, რადგან გადავწყვიტე ჩავრთულიყავი ამ ბრძოლაში, საქმეს ბოლომდე მივიყვან. მე არავის ოპოზიციონერი არ ვარ, ვინც ქვეყანას გაუკეთებს სასიკეთო საქმეს, მასთან გავერთიანდები. კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მე არჩევნებიდან კანდიდატურა მოვხსნა", _ განმარტა აკაკი ჩხაიძემ.