ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ლიბერთი ბანკის მომსახურების სერვისცენტრი გაქურდეს.
ქურდობა წუხელ ღამით მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, წაღებული თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ითვალისწინებს.