რუსმა ჰაკერებმა გაზეთ The New York Times-ზე კიბერშეტევა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გამოძიების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გამომძიებლებს სჯერათ, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთის დაზვეერვის სამსახური იდგეს, ხოლო კიბერ თავდასხმის სამიზნე ს ჟურნალისტები წარმოადგენდნენ.
გამომძიებლებს ასევე არ ჯერათ, რომ კიბერთავდასხმამ გაზეთის მთელი ქსელი დააზარალა.
როგორც გაზეთის სპიკერმა განაცხადა,ჰაკერული თავდასხმის შედეგად შიდა სისტემები არ დაზიანებულა.
"ვერ ვნახეთ მტკიცებულება იმისა, რომ ნებისმიერი ჩვენი შიდა სისტემა, მათ შორის მოსკოვის ბიურო გაირღვა ან დათმობაზე წავიდა,"_განაცხადა მან.
გავცელებული ინფორმაციით, გაუგებარია კიბერთავდასხმის მოტივი ან რამდენი ჟურნალისტია დაზარალებული.
ABC NEWS-ის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებში იგივე ჰაკერებმა შეაღწიეს.
როგორც ცნობილია, ივნისში, ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერებში შეაღწიეს და უხერხული წერილები გაასაჯაროეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დგანან, თუმცა რუსეთი ბრალდებას უარყოფს.
როგორც ცნობილია,მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.