_ ბატონო დავით, რამ გადააწყვეტინა “გურიის” ძველ შემადგენლობას ასე ერთიანად პოლიტიკაში ჩართვა?
_ ყველა წესიერი და პატიოსანი ადამიანისთვის უკვე შეუძლებელი გახდა ვითარების ატანა, რაც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა.
მე შარშანდელი 26 მაისის აქციის მონაწილე ვარ და ჩემს თავზე ვიწვნიე ის სისასტიკე, რაც ხელისუფლებამ საკუ-თარ ხალხს დაატეხა თავს. ამის გამო საავადმყოფოშიც ვიწექი, მაგრამ, ფიზიკური ტკივილი არაფერია იმასთან შე-დარებით, რასაც სირცხვილის გრძნობა განიჭებს – რომ შენივე თანამოქალაქეს, ბრმა მორჩილების და უსაზღვრო სისასტიკის წყალობით, შეუძლია ხელი აღმართოს შენზე. 26 მაისის განცდები უფრო სირცხვილთან და სულიერ ტკივილთანაა დაკავშირებული, ვიდრე ფიზიკურთან. ჩვენ, ყოფილი ფეხბურთელები, დღემდე თანაგუნდელებად ვრჩებით და ბევრ მოვლენასთან დაკავშირებით საერთო აზრი გვაქვს. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ ქვეყანა უნდა გათავი-სუფლდეს ტოტალური ძალმომრეობისგან, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
ბევრი რამაა შესაცვლელი ამ ქვეყანაში და ამას აპირებს კაცი, რომელმაც მთელი თავისი წარსულით დაამტკიცა, რომ უყვარს ქვეყანა და თავისი ხალხის გვერდითაა. ამიტომ ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, გვერდით დავდგო-მოდით.
_ როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ამ კამპანიის და კონკრეტულად თქვენს მიმართ? გცნობენ ძველი გულშემატკივრები?
_ 22 წელი გავიდა, რაც აქტიურ ფეხბურთში აღარ ვართ, მაგრამ ხალხი მაინც გვცნობს. გაოცებული ვარ მათი თბილი დამოკიდებულებით. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ხალხში ინფორმაცია არაა. სამთავრობო ტელევიზიე-ბი არ აშუქებენ ჩვენს შეხვედრებს და ხალხიც ნაკლებადაა ინფორმირებული. ამიტომ ვცდილობთ, თითოეულ სოფ-ლამდე, თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ამ კაცის (ბიძინა ივანიშვილის) მიზნები და გეგმები, რომ ხალხმა იცო-დეს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რას უნდა ელოდოს, როგორი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. არჩევნებით უნ-და მოვუღოთ ბოლო ძალადობას, რომელიც ქვეყანაშია გაბატონებული.
ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს კარგად ესმით მდგომარეობის სირთულე, აცნობიერებენ, რომ შეიძლება მოქმედმა ხელისუფლებამ ყველა ხერხს მიმართოს მის ჩამოსაშორებლად. ამიტომ განაცხადა ეკატერინე ხვედელიძემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში – თუ ჩემს მეუღლეს მოუვა რამე, მის გზას მე გავაგრძელებო. ეს ოჯახი ნებაყოფლობით მიდის მსხვერპლზე. მე ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ვიცი, რომ ოჯახი ივანიშვილის ლიკვიდაციის მცდე-ლობასაც არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან.