BBC-ის ინფორმაციით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 247-მდე გაიზარდა.
როგორც ცნობილია, 4 300-ზე მეტი მაშველი სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან.
როგორც ცნობილია, იტალიაში 6.2-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც რომიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
მაუწყებლის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულმა ხალხმა ღამე კარვებში გაატარა.
ქალაქ ამატრიჩეს მერის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქის სამი მეოთხედი განადგურებულია და შენობები საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში მიწისძვრები ხშირად ხდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2009 წელს მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2012 წლის მაისში 20-ზე მეტი.
ამავე თემაზე:
იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა
იტალიაში დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს