https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ლალი სიჭინავა

17:08; 29.08.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალი ვარ, ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდილი, ქართული წეს-ჩვეულებების დამცველი, ჩვეულებრივი, მოსიყვარულე ოჯახის დიასახლისი, მეუღლე, დედა და რძალი.

მიუხედავად ჩემი ოჯახური მოვალეობებით დატვირთული გრაფიკისა, როგორც მე, ასევე ყველა ქალს, შეუძლია იყოს ოჯახს გარეთაც აქტიური, მებრძოლი, საქმოსანი, პოლიტიკოსი… მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია ოჯახის წევრების თანადგომა, ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი მეუღლისა, რომელსაც ყოველ წუთს, ყოველ წამს ვგრძნობ, ვხედავ და ვაფასებ მის ასეთ საქციელს.

მიმაჩნია, რომ ბავშვობიდან ვიყავი აქტიური, მებრძოლი, სამართლიანი; გამაჩნდა ლიდერობის უნარი.

ქალი _ ფიზიკოსი… ბირთვული ფიზიკის სპეციალობით… ეს უკვე შტრიხია სიძლიერისა…

პედაგოგი _ ბავშვთა სულის ექიმი… სკოლის დირექტორი _ ლიდერი, მენეჯერი…

ოჯახის დედა _ სიძლიერის მაქსიმუმი, თვით სიცოცხლის განაჩენს _ კიბოსაც კი დედაშვილური ფარი დავახვედრე შვილისთვის სიხარულის მისანიჭებლად…

უნივერსიტეტის დამთავრებიდან სკოლაში ვმუშაობ, უკვე, 22 წელია, აქედან 11 წელი _ სკოლის დირექტორად.

2014 წლიდან ვარ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს წევრი. კარგად ვიცი, რა სტკივა, რა აწუხებს ჩემს სოფელს, რომელმაც 26 წლის წინ მიმიღო და გულში ჩამიკრა. ვგრძნობ და ვაფასებ თითოეული თანასოფლელის თანადგომას, სიყვარულს და ჩემი მიზანი ცხოვრებაში ამ სიყვარულის ვალის გადახდაა.

ყოველი დღე ოჯახით იწყება, სახლის საქმეები… შემდეგ კი მოწესრიგება და …

ორშაბათი, 22 აგვისტო

სკოლისკენ მივიჩქარი, ჩემს მეორე ოჯახში. ახლოვდება ახალი სასწავლო წელი. მინდა, ჩემს მოსწავლეებსა და მეგობრებს ახალი სიურპრიზები დავახვედრო. დღეს დასრულდა რესურსოთახის კეთილმოწყობა. მიხარია, ლამაზი გამოვიდა… ახალი ავეჯის შეკვეთაც მივეცი. სასიხარულოა, რომ ჩემი მეგობარი დირექტორების სიხარულის მინიჭების ერთ-ერთი თანამონაწილე მეც ვარ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში საკრებულოს მხარდაჭერით სკოლების კაპიტალური რემონტისთვის თანხა გამოიყო… 9 საჯარო სკოლას ერთით ნაკლები პრობლემა ექნება.

ჩვენს სკოლას ფასადი მოუწესრიგდება, ტენდერი გამოვაცხადეთ. იმედია, გულისხმიერი და პროფესიონალი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. სკოლიდან საკრებულოში მივდივარ, ერთ თანასოფლელს დახმარება სჭირდება, საოპერაციოა. საკითხის გარკვევის შემდეგ ბაზრისკენ მივიჩქარი, მეორე დღისთვის ვემზადები…

სამშაბათი, 23 აგვისტო

ეს დღე ღამის 12 საათიდან დაიწყო: მოლოცვები, სურვილები… პირველი ჩემი "ერთას" ხმაა _ "დე, გილოცავ!" ეს საკმარისია, მისი ხმა ჩემი მკურნალი და ცხოვრებისთვის ბრძოლის სტიმულია, შემდეგი ჩემი სიძე, ჩემი გიო… დილაუთენია კი ჩემი სისხლი და ხორცი იწყებს მოლოცვას: დედ-მამა, დები და ძმები, ნათესავები… გული მითბება, სისხლი მიდუღს, ჩემი გადამრჩენები, ჩემზე დღედაღამ მლოცველები, იმედის მომცემნი…

დღეს თხილში "ნადი" მყავს: მეგობრები და მეზობლები მეხმარებიან. დილიდან ფუსფუსია, მიუხედავად წლევანდელი თხილის მოსავლის სიმცირისა, ერთგულება, გვერდში დგომა და სიყვარული ჩემი სიმდიდრეა.

საღამო გამილამაზეს დირექტორებმა, მეზობლებმა და მეგობრებმა, ჩამოვსხედით და … აი, ასე აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე…

ოთხშაბათი, 24 აგვისტო

დღე სასიამოვნოდ იწყება. მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოები და სამუშაო რვეულები მივიღე. ნურავის ექნება ილუზია, სკოლებში წიგნები არ იქნებაო. მზად ვხვდებით სასწავლო პროცესს.

ჩემი გოგონა მირეკავს, დე, მოვედიო. დაღლა მავიწყდება, სახლში გავრბივარ. ჩემი ქეთუნა მესტუმრა. ბედნიერებაა მისი ყურება, ის ხომ ახალ სიცოცხლეს _ შვილს ელოდება. მისი სახე გაცისკროვნებულია დედობის მოლოდინში. ვეფერები… ისევ გავრბივარ… ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ჩაწერაზე მიმეჩქარება. ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგებს ვაჯამებთ მე და ლელა, სადაც პროექტის "კიბო განაჩენი არ არის" შესახებ ვსაუბრობ. პროექტი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და უშუალოდ ჩემს მიერ იქნა გახორციელებული გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს წევრებისა და მუნიციპალიტეტის დახმარებით, მადლობა მათ ამისათვის.

მერე საკრებულო _ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, როგორც ყოველთვის, საინტერესო და აქტუალურ თემებს განვიხილავთ. დღეს მუნიციპალიტეტის მიერ საკურორტო ზონაში ტურისტების მაქსიმალურად ჯანსაღ და სასიამოვნოდ დასვენების მიზნით, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებაზე ვმსჯელობთ.

ხუთშაბათი, 25 აგვისტო

სკოლაში ვარ. ვაწესრიგებთ აქაურობას მე და ჩემი ერთგული მეგობრები. ბუღალტერი უკვე სკოლაშია… რამდენი რამ გადაიტანა ამ ორ კვირაში _ შვილის ავარია, ძმის გარდაცვალება. მისი თვალები ნაღვლიანია, არ ისმის ომახიანი შეძახილი, თუმცა, ენერგიულად მუშაობს საბუღალტრო საქმეებში. არ ვერევი, ხომ ვიცი, ამ დროს მუშაობა რასაც ნიშნავს… გამაგრდი, მეგობარო!

დღეს სკოლაში ჩემმა მონათლულმა მინახულა, ძალიან გამახარა, რამდენი ხანია, არ მინახავს. მიყვება მის მომავალზე… სულ მალე ოჯახის ბედნიერებას უნდა ეზიაროს… დამილოცნიხარ, საყვარელო!

სკოლის შემდეგ, სოფლის რწმუნებულთან ერთად საბავშვო ბაღის მშენებლობა მოვინახულე. მიხარია, რომ ჩემს სოფელს თანამედროვე სტილის საბავშვო ბაღი ექნება და ჩემი კუდრაჭა გოგო-ბიჭები აქ ეზიარებიან სკოლამდელ განათლებას. შემდეგ უჩხუბისკენ გავემართეთ _ სოფლის პროექტის ფარგლებში ბეტონის გზა იგება. რამდენი ხანია, წვალობს მოსახლეობა _ უგზოობის გამო უჭირდათ სასაფლაოზე ასვლა. ადმინისტრაციულ შენობაში კლუბის რემონტი მიმდინარეობს… პრობლემები ნელ-ნელა გვარდება სოფელში. რაღაცეები კეთდება, ბევრიც გასაკეთებელია… საღამოს გიორგი სალუქვაძის სახელობის მუზეუმის ამბავი მოვიკითხე. ალამაზებენ იქაურობას, დღე და ღამე მუშაობენ. რა ხელი გაქვს, მანანა… აფერუმ შენს მარჯვენას…

პარასკევი, 26 აგვისტო

დირექტორების თათბირია. როგორც ყოველთვის, თათბირი უმაღლეს პროფესიულ დონეზეა. შეკითხვის დასმაც არ გჭირდება _ ყველაფერი გასაგებია. რა კარგი ადამიანები არიან რესურსცენტრში! პროფესიონალები, სკოლების გულშემატკივრები. ეს საქმიანობა და ორგანიზებულობა გადამდებია.

სოფელში მისულს, თანასოფლელი ცრემლიანი თვალებით მეგებება _ შვილი ავად ყავს და დახმარებას მთხოვს… მაშინვე ვრეკავ შესაბამის სტრუქტურებში და დადებით პასუხსაც ვიღებ…

საღამოს პროექტის _ "კიბო განაჩენი არ არის", ბენეფიციარებს ვხვდები. მიხარია, რომ პროექტი შედგა. ჩემი ნინო და იანა… როგორი მებრძოლები და იმედიანები გახდნენ. ახლა თავად მეხმარებიან სხვებთან ურთიერთობაში.

შაბათი, 27 აგვისტო

შეხვედრა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში. სკოლის პრობლემებზე და ახალ გამოწვევებზე ვმსჯელობთ დირექტორები პარტნიორ ორგანიზაციასთან, რომელიც მუდამ მზად არის დახმარების ხელი გამოგვიწოდოს.

სალონში გამოვიარე. დავისვენე, მიყვარს აქაური შინაურული გარემო, მოვწესრიგდი… ქალი ხომ სულ ფორმაში უნდა იყოს…

საარჩევნო მარათონი დაწყებულია… უბნის უფროსებს ვხვდები. კვირის დავალებები შეასრულეს. საჭიროა სწორად, გასაგებად მიტანა ამომრჩევლებთან ყველა იმ სიკეთისა, რაც გაკეთდა და მჯერა, ჩემი გონიერი თანასოფლელები სწორ არჩევანს გააკეთებენ… ვახარისხებ სოფლის პრობლემებს პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც ასე აწუხებს ჩემს ამომრჩევლებს…

ვფიქრობ და ვამბობ _ "ნურავინ დაამადლებს თავს და საქმეს სამშობლოს… ხელისუფლებაც და დიდებაც, პრივილეგიებიც, ისეთივე წარმავალია, როგორც სხვა ყველაფერი ცისა და ქვეშე. მხოლოდ, თუ კაცი ხარ, ისე იშრომე, ისე იცხოვრე, რომ გარდაცვალების შემდეგ შენი ჯაფა ღვაწლად შეაფასონ თაობებმა!" _ ეს არის ჩემი დევიზი ცხოვრებაში და ამ პრინციპით ჩავები საკრებულოს საქმიანობაშიც. რამდენი ადმიანია, რამდენი გაჭირვებული, ჩემი იმედი რომ აქვს და მე კი რა უღონოდქმნილი ვარ ხანდახან… არ ვიცი, რა გამომდის ან როგორ გამოვიყურები სადეპუტატო სკამზე შორიდან… ალბათ, რიგით ჩინოვნიკს ვგავარ… შორიდან ხომ ხშირად მრუდედ ირეკლება რეალობა…

რომ იცოდეთ , როგორ მტკივა, როცა ადამიანს ვერ ვეხმარები… ყველა გაჭირვებულს მინდა დავეხმარო, სული და გული გავუთბო… დროთა განმავლობაში ეგება ყველას გაგწვდეთ და მოგხედოთ… მინდა, ვიყვირო ხოლმე, რომ მართლა გულის გულში განვიცდი ყველას გასაჭირს… თუ ვინმეს იმედები გაგიცრუეთ, შემინდეთ, გთხოვთ… ჩემთვის ეს უმძიმესი ჯვარია და ვინძლო, თქვენი დიდსულოვანი მიტევებით და თანადგომით, ბოლომდე ღირსეულად მიმატანინოს უფალმა!

ფიქრებმა გამიტაცა, ალბათ, იმიტომ, რომ ხვალ…

კვირა, 28 აგვისტო

მარიამობაა… დედა ღვთისა შეეწიოს სრულიად საქართველოს!

სახლში ვარ, ჩემს ნავსაყუდელში, ჩემს პატარა სახელმწიფოში, სადაც სიმშვიდე, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება, მოთმენა, პატიება, უფროს-უმცროსობა, სტუმარმასპინძლობა, ერთმანეთის აზრის პატივისცემა, მოყვასის სიყვარული სუფევს, სწორედ ეს მავსებს და მაძლევს სტიმულს ყოველი მომდევნო კვირა შინაარსიანად დავგეგმო და ჩემს წინაშე წამოჭრილი ყოველი პრობლემა, თხოვნა თუ დაკისრებული მოვალეობა შევასრულო კეთილსინდისიერად.

მოსაღამოვდა. ეს კვირაც დამთავრდა. სოფლის ყოველდღიური, დამქანცველი დღის შემდეგ მივუსხედით მეზობლები სავსე მაგიდას. ასე აღვნიშნეთ ეს ლამაზი დღე. მივესიყვარულეთ, მოვეფერეთ ერთმანეთს და

ფიქრით და იმედით შევუდექი ახალ კვირას …

შემდეგი კვირის "ბლოგ–პოსტს" ჩემს კოლეგას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს როზეტა სკამკოჩაიშვილს ვაბარებ.

ლალი სიჭინავა, 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,
სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6 მარტი, 2026

"ნუ მივაყენებთ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მასწავლებლებს" - მაია მიმინოშვილი განცხადებას ავრცელებს

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო