ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ილია ვაშაყმაძის მანქანა უკვე გამგეობის შენობის წინ დგას. ის იმ ჩინოვნიკების სიაში მოხვდა, რომლებიც კვირა დღეს აღარ ისვენებენ. ოზურგეთში დაგეგმილმა აქციამ ჩინოვნიკებს “ვიკენდი” ჩაუშალა. ამ წუთებში გურიის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ილია ვაშაყმაძის მოადგილე ვლადიმერ ქვილორია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ რევიშვილი შევიდნენ. “გურია ნიუსი” შეეცადა გამგეობის შენობაში შესვლას, მაგრამ დაცვის წევრები გამალებით იცავენ საჯარო მოხელეებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved