თბილისის მერიაში გამწვანების თემაზე მერიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დარგის სპეციალისტებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მთავარი განსახილველი თემაა თბილისის გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების განვითარებისა და შენარჩუნების საკითხები, ასევე, ახალი გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის, მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტის შემუშავება.
მხარეები მსჯელობენ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების შესახებ.
შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დაშვებული იყო თითო წარმომადგენელი, თუმცა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა ხუთი წევრის დაშვება მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.