ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან განახლდება.
ცენტრისვე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან მუშაობას შეუდგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული წყალწმინდის საბავშვო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე დაკომპლექტდება ერთი შერეული ტიპის ჯგუფი _ 50 აღსაზრდელით.
წყალწმინდის ბაღში, შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარე წელს მიიღებიან 3,4,5 და 6 წლის ასაკის აღსაზრდელები, ხოლო 2017 წლის იანვრიდან ბაღს დაემატება ბაგის 2-3 წლიანთა ჯგუფი.