გავრცელდა ინფორმაცია, რომ აცანაში ხელისუფლებაც გეგმავდა მოსახლეობასთან შეხვედრას. ხალხმა მოითხოვა ტელმანიდან აცანის ცენტრში რამაზ ნიკოლაიშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. შესაძლოა ოპოზიციის ლიდერები მოერიდნენ სიტუაციის გამწვავებას და ამაზე არ წავიდნენ. დღის 3 საათზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება სრული შემადგენლობით და ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლები აცანის ცენტრში მივიდნენ. შეხვედრა ძირითადად დიალოგის ფორმით მიმდინარეობდა, მოსახლეობამ ბევრი მწვავე კითხვა დასვა. დამეწყრილ სახლებთან, მოწესრიგებელ გზებთან, სასმელ წყალთან დაკავშირებით. ნიკოლაიშვილი დაპირდა აცანისა და მამათის მოსახლეობას ლანჩხუთთან დამაკავშირებელი გზის მოასფალტებას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეხვედრაზე ძირითადად სახელმწიფოს სამსახურებში დასაქმებული აცანელები იმყოფებოდნენ. მათ წინასწარ ჰქონდათ დავალება მიღებული ადგილობრივი ხელისუფლებიდან, თითოეულს შეხვედრაზე მოეყვანა 10 ადამიანი. ითქვა ისიც, რომ მანამდე ისინი ოპოზიციის შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved