(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “გურია ნიუსმა”, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 5 იანვარს მიმართა. ოფიციალური წერილით ვითხოვდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოეწოდებინა ინფორმაცია, რამდენი ათასი ლარი დაიხარჯა 2010 წლის ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებების ჩატარებისთვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის თანახმად, ამ ტიპის საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაცემას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, 11 იანვარს, დღის ხუთის ნახევრამდე, “გურია ნიუსისთვის” საჯარო ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
როგორც გამგეობაში გვითხრეს, მუნიციპალიტეტის პირველი პირი დაკავებულია და ჩვენს განცხადებაზე რეზოლუციის “დასარტყმელად” ვერ მოიცალა(?!)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved