სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა.
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დამატებით დეტალებს სამინისტრო არ ახმოვანებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 10 ივლისს მომხდარი დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ნოდარ აკოპოვია.