როგორც ცნობილი ხდება, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ნათობაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
მოსამართლემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
დაცვის მხარე სასამართლოს ბრალდებულისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას სთავაზობს.
ნათობაძის ადვოკატი, ლევან პატარქალიშვილი, სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნასაც ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.