გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ადვოკატ ლევან პატარქალიშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც თავისი დაცვის ქვეშ მყოფის 5000 ლარის გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. ბადრი ნათობაძემ პროცესზე განაცხადა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა და თავს დამნაშავედ არ სცნობს.
დაცვის მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მარტლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.
შემდეგი პროცესი 25 ოქტომბერს 12 სათზე ჩაინიშნა.