ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხზე კვლევის პრეზენტაციას გამართავს. კვლევა სამწლიანია და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული რეგულაციებია განხილული, ასევე, საპოლიციო პრაქტია და პრობლებურ საკითხებში გამოვლენილი საპოლიციო ინსტრუმენტები.
კვლევა სამინისტროს ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლების კრიტიკულ ანალიზსაც შეეხება. კვლევის ავტორები შს სამინისტროს სისტემური ხასიათის რეკომენდაციებს სთავაზობენ.
პრეზენტაცია დღეს 11 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ გაიმართება.