ყოფილი პრემიერ-მინისტრი გურიაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრობს, ივანიშვილის განმარტებით „საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფამ, შესაძლოა, დამატებითი სირთულეები გააჩინოს“.
”რა თქმა უნდა, ეს დამატებით სირთულეებს აჩენს, მაგრამ ხელისუფლება იძულებული იყო, რომ რეფორმა გაეტარებინა. დიდი დისბალანსი იყო. სადღაც 2 00 კაცი ირჩევდა მაჟორიტარ დეპუტატს, სადღაც _ 60 000. ევროპული სტანდარტებიდან იყო მოთხოვნა. პარლამენტმაც ასეთი კანონი მიიღო. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემებს შექმნის. იმედია, რომ ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი საზოგადოება არის საკმაოდ გამჭრიახი და იმედია, ამ სირთულეებსაც გადავლახავთ, თუმცა, ამან შეიძლება დამატებითი ხარვეზები გააჩინოს”, _ განაცხადა ივანიშვილმა.