ამ დრომდე არ დასრულებულა პირდაპირი ეთერი, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ოზურგეთის თეატრის შენობაში მიმდინარეობს.
თეატრის გარეთ კი პარალელურად მიმდინარეობს ენმ-ს აქცია, ენმ-ს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მხარდამჭერებსა და ლიდერებს რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთელებიც შეუერთდნენ, რომლებიც თეატრის მოპირდაპირე მხარეს დადგნენ.
მედია დაინტერესდა, რა იყო ლანჩხუთელთა განცალკევების მიზეზი, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა ასკურავამ გვიპასუხა, რომ ისინი ივანიშვილისთვის სამივე კუთხიდან შეტევებს გეგმავენ.
ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან და ოზურგეთიდან იმიტომ ვართ, რომ სამივე კუთხიდან შევუტიოთ ივანიშვილს და ის დაპირებები შევახსენოთ, რაც მან ამ მოედნიდან ოთხი წლის წინ გასცა და მათგან არცერთი არ შესრულებულა“, _ გვითხრა კახა ასკურავამ.