THE DAILYMAIL-ის ინფორმაციით, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირს ახალი ლტოლვილებისა და ეკონომიკური მიგრანტების მიღების უნარი ამოეწურა.
როგორც ცნობილია, ათასობით მიგრანტი ხმელთაშუა ზღვის სახიფათო მარშრუტს ევროკავშირის ქვეყნებში უკეთესი ცხოვრების დაწყების იმედით კვეთს.
"ევროპის პრაქტიკული შესაძლებლობები მიიღოს მიგრანტების ახალი ტალღა ამოწურულია,"_განაცხადა ტუსკმა.
მან ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა დევნილი მოსახლეობის მიმართ მეტი მხარდაჭერა გამოხატონ.
"იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში 65 მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანია, G20-ის საზოგადოებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაზარდოს,"_განაცხადა ტუსკმა.