ბიძინა ივანიშვილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდა. „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან შეხვდრის შემდეგ ივანიშვილი ხალხში გავიდა.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ნაცმოძრაობიდან", დავით მჟავანაძემ ივანიშვილს 250-ლარიანი პენსია, ანაბრების საკითხის მოგვარება და სხვა დაპირებები შეახსენა, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას არანაირი დაპირება არ გაუცია.
აქვე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სკანდირებდნენ _ "ბიძინას გაუმარჯოს", რაზეც "ნაცმოძრაობისგან" პასუხად მიიღეს _ "ბიძინა, წადი".