ქალების ფრჩხილის ლაქი მათ ხასიათზე მეტყველებს, იმაზე მეტად ვიდრე თქვენ გგონიათ. რა თქმა უნდა სერიოზულად განსაზღვროთ მისი თვისებები – ცოტა უფრო მეტად უიმედოა, ვიდრე ყავაზე მკითხაობა, მაგრამ „პატარა“ საიდუმლოს მაინც გათქვამს.
ვარდისფერი
ღია ვარდისფერი ბარბის ან პერის ჰილტონის სტილში მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ თამამი, სექსუალურად გახსნილი და ფუფუნების მოყვარული ქალბატონი ხართ.
ყვითელი
„ქალბატონები, რომლებიც უპირატესობას ყვითელ ლაქს ანიჭებენ – ბოჰემური როკერები არიან“ – ამბობს ექსპერტი ჯინჯერ ჯინსონი. ექსპერტი გირჩევთ სეზონის სიახლე გამოიყენოთ მაშინაც როცა პატარა შავი კაბა გაცვიათ და მაშინაც, როცა „დახეულ“ ჯინსებში ხართ გამოწყობილი.
ფორთოხლისფერი
ასეთი ქალბატონები „ან ბედნიერები არიან, ან ძალიან უნდათ, რომ ბედნიერები იყვნენ“. მსუბუქ, ზაფხულის კაბასთან ერთან ფორთოხლისფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება.
გამჭირვალე თეთრი
„ქალბატონი, რომელიც ირჩევს გამჭირვალე-თეთრი ტონის ლაქს საკუთარ თავში დარწმუნებულია, იცის რა უნდა და ძალიან ძნელია მისი გადარწმუნება,“ – მიაჩნია ესი ვაინგარტენს, Eსსიე ჩოსმეტიცს-ის დამაარსებელს.
ღია ვარდისფერი
ამ ფერს კონსერვატორები ირჩევენ – მიიჩნევს ესი ვაინგარტენი. ამავე დროს ეს ფერი ძალიან ელეგანტურია და კარიერისტი ქალბატონებისათვის შეუცვლელია: "თავშეკავებულად გამოიყურება და ამავე დროს ძალიან ქალურია".
წითელი
ძალა და რომანტიულობა _ აი, მათი დახასიათება, ვინც უპირატესობას ყველა დანარჩენ ფერზე მეტად წითელს ანიჭებს. ასეთი ქალბატონი შეიძლება შეყვარებულია და ის შეიძლება, პაემანზეც კი მიიჩქარის.