მსოფლიოს ექსპირველმა ჩოგანმა სერბმა ანა ივანოვიჩმა ქალ-ჩოგბურთელების ვარჯიშის ახალი ფსიქოლოგიური გეგმის იდეა გაახმაურა.
მისი აზრით ქალებმა, რომლებიც გაცილებით ემოციურები არიან ვიდრე მამაკაცები, სწორედ ამ უკანასკნელებისგან უნდა აიღონ მაგალითი და ყველა წვრილმანზე არ უნდა ინერვიულონ, რაც მათ სპორტულ ფორმას ემჩნევა.
„მამაკაცები გაცილებით ნაკლებ სტრესს იღებენ ცხოვრებისგან, რადგან არ ნერვიულობენ ყოველ წვრილმანზე, სწორად ანაწილებენ თავისუფალ დროს, ისვენებენ და ძალების აღდგენას მცირე დროში ახერხებენ”, _ აღნიშნა ივანოვიჩმა და დაამატა, რომ მისთვის სამაგალითო ჩოგბურთელი, მისი თანამემამულე, ნომერ პირველი ჩოგანი მამაკაცებს შორის ნოვაკ ჯოკოვიჩია.