https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მარგალიტაძე სამი წელია, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება

16:01; 13.01.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვახტანგ მარგალიტაძე “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში გვესტუმრა და საკუთარი პრობლემების შესახებ ისაუბრა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 1 თებერვალს გადაწყვეტილება მარგალიტაძის სასარგებლოდ მიიღო, დავა კი მარგალიტაძესა და თ. ქუტიძეს შორის 2001 წელს დაიწყო და ფაქტობრივად, დღემდე გრძელდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მარგალიტაძემ სარჩელით სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქუტიძემ წერილობითი ურთიერთშეთანხმება დაარღვია: “მან ერთობლივი საქმიანობის წარმოების მიზნით, 2001 წელს მოპასუხეს თ. ქუტიძეს 1000 ამერიკული დოლარი გადასცა. მოლაპარაკების თანახმად, ამ უკანასკნელმა მიკროავტობუსი შეიძინა და როგორც ურეკის, ასევე ოზურგეთი-სოფელ ოზურგეთის ხაზზე მუშაობდა. აღნიშნულ პირს მარგალიტაძისთვის ყოველთვიურად 200 ლარი უნდა გადაეხადა, ამასთან მანქანის ხარჯები მას უნდა გაეთვალისწინებინა”, _ ნათქვამია სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაში.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში ვახტანგ მარგალიტაძე ჰყვება, აქედან სამი თვის შემდეგ, შემოსავლებიდან თავისი წილი 470 ლარი მოითხოვა: “მოპასუხემ ვალები მოიმიზეზა და დამპირდა, გადაგიხდიო, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს დაპირება არ შეასრულა, ავდექი და ჩემი ფულით ნაყიდი მიკროავტობუსი სახლში წამოვიყვანე. სარემონტო იყო, რაც 300 დოლარი დამიჯდა”, _ ამბობს იგი.
“ქუტიძემ არაერთხელ თხოვა, გაეტანებინა ავტომანქანა და მუშაობის პროცესში გადაუხდიდა მის წილ თანხას, რაზედაც მოსარჩელე მხარე დათანხმდა. ოღონდ სთხოვა, მოეყვანა ახლობლები და შეთანხმებულიყვნენ. მართლაც, ქუტიძემ 2002 წლის 31 იანვარს მიიყვანა ახლობლები მარგალიტაძის ოჯახში და წერილობითი შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვით მოპასუხეს უნდა გადაეხადა მისთვის 1575 აშშ დოლარი, ავტომანქანის ღირებულების საფასური, 2003 წლის 1 იანვრამდე”, _ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. აქვეა განმარტებული ფორსმაჟორული სიტუაციებით გამოწვეული გარემოებები. თუმცა, ეს არ გულისხმობს თანხის არგადახდას, არამედ ასეთის არსებობის შემთხვევაში, გადავადებაზეა საუბარი და ისიც 2003 წლის აგვისტოს ბოლომდე.
“ქუტიძე თანხას გადახდილად თვლის, რადგან მარგალიტაძეს მისცა 470 ლარი, მანქანის გარემონტებაში კი, მისი თქმით, 450 ლარი გადაიხადა და თურმე, 500 ლარი და 200 აშშ დოლარი, ვინმე დ. გობრონიძის ხელით გამოუგზავნა. თავის მხრივ, მარგალიტაძე ადასტურებს, რომ 200 დოლარი მიიღო, თუმცა უარყოფს, რომ მან სხვა თანხა, ან თავად ქუტიძისგან, ან კიდევ სხვისგან მიიღო. მოპასუხეს, შეთანხმებული თანხიდან გადასახდელი დარჩა 1375 ამერიკული დოლარი. მოსარჩელე მხარე უარყოფს, რომ საქმეში შავი სამყაროს ხალხი ჩარია და მეტიც, ამბობს, რომ მას ასეთებთან კავშირი არც ჰქონია და არც აქვს”, _ ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თვით მოპასუხის ახლო ნათესავს, ვინმე კ. თავბერიძეს ჩაურთავს საქმეში გობრონიძე, რომელიც, მისივე ვარაუდით, საქმეს მოაგვარებდა. როგორც მოსარჩელე ამბობს, ის მხოლოდ იმით იყო დაინტერესებული, რომ კუთვნილი თანხა მიეღო. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ სწორედ ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, საქმეში ე.წ. “შავი სამყაროს” წარმომადგენლები ჩაერთოთ. გობრონიძე მესამედ გაასამართლეს და იმ დროს, როცა აღნიშნულ საქმეს სასამართლო განიხილავდა, იგი სასჯელს იხდიდა.
“მოპასუხე სარჩელს არ სცნობს და განმარტავს, რომ არავითარ ერთობლივ საქმიანობაზე მოსარჩელესთან შეთანხმება არ ყოფილა. ის აღნიშნავს, რომ მარგალიტაძეს გადაუხადა 1 680 ლარი და არავითარი დავალიანება მის მიმართ არ გააჩნია. პირიქით, მოსარჩელემ საქმეში ჩარია შავი სამყაროს წარმომადგენელი _ უშუალოდ ისიც ემუქრებოდა მას და მის ოჯახს”, _ წერია განჩინებაში.
“განვიხილე რა საქმე, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოვისმინე მხარეთა განმარტებები, მიმაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის თავიდან იყო შეთანხმება, ეწარმოებინათ ერთობლივი საქმიანობა. მიუხედავად მოპასუხის უარყოფისა, თვით მისი განმარტებიდან აშკარად ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა სწორედ ასეთ შეთანხმებას.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით, ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო, ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 935-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სხვა რაიმეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება, მათი წილის შესაბამისად. ქუტიძე  ვალდებული იყო გადაეხადა მარგალიტაძისთვის მანქანის ღირებულების საფასური 1 675 ამერიკული დოლარი 2003 წლის 1 იანვრამდე. მოპასუხის განმარტებით იკვეთება, რომ ხელშეკრულების დადებისას, მან იცოდა ნაკლის თაობაზე, თუ ასეთი არსებობდა, მაგრამ მაინც წაიყვანა ავტომანქანა და მუშაობა გააგრძელა. სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად ვერ ჩათვლის აგრეთვე, რომ მოპასუხემ სხვადასხვა პირების მეშვეობით გაუგზავნა თანხები მოსარჩელეს, რამდენადაც მარგალიტაძე აღიარებს მხოლოდ 200 დოლარის მიღებას, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ თანხის გაგზავნას და მოსარჩელის მიერ მის მიღებას, საქმეში არ მოიპოვება. გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს  მოსარჩელეს სასარგებლოდ გარიგებით წარმოშობილი დავალიანების გადახდა 1 375 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის არსებული კურსით. მოპასუხეს, აგრეთვე, უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 101 ლარის ოდენობით”, _ ვკითხულობთ სასამართლო გადაწყვეტილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის 1 თებერვალს მიიღეს და ამავე წლის 5 მარტს სააღმსრულებლო ფურცელი გაიცა, დღემდე მისი აღსრულება არ მომხდარა. ამის გამო, მარგალიტაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა, საიდანაც 2010 წლის 27 მაისს ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: “თქვენი 2010 წლის 19 მაისის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურის ხელთ არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, არ დასტურდება აღმასრულებლის ქმედებებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ფაქტები, რის გამოც, თქვენი განცხადების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება შეწყდა. დამატებით გაცნობებთ, რომ აღმასრულებლის მიერ, მიმდინარე წლის 20 აპრილს, დაყადაღებული და ძებნაზე იქნა დასმული თ. ქუტიძის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა, ამჟამად გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიმდინარეობს სააღმსრულებლო წარმოება”, _ წერილს ხელს ამავე ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურის უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი აწერს.
როგორც სააღმსრულებლო ბიუროს გურიის სამსახურის უფროსმა  ნუგზარ ჯიქიძემ “გურია ნიუსს” უთხრა, შესრულებულია ყველა სააღსრულებლო მოქმედება, რასაც კანონი ითვალისწინებს: “მაგრამ იმის გამო, რომ მოვალე პირს არ გააჩნია ქონება ან/და სხვა შემოსავლები, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა გადახდევინება, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ამ დროისთვის”, _ თქვა ჯიქიძემ.
“ქუტიძის შვილი პოლიციაში მუშაობს, იურისტია და მან არ იცის, მე მერგება თუ არა ეს თანხა და ვარ თუ არა მართალი? აი, ასეთები მუშაობენ დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში”, _ ამბობს მარგალიტაძე.
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის იურისტმა ჯაბა ზერეკიძემ გვითხრა, სააღმსრულებლო წარმოების დაწყებიდან 5 წლის ვადაში, შესაძლებელია მიმდინარეობდეს სააღმსრულებლო წარმოება. თუ ამ დროის განმავლობაში არ დაკმაყოფილდა კრედიტორის, ანუ მოსარჩელეს მოთხოვნა იმ მიზეზით, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოხდეს გადახდევინება, ეს ფურცელი უკან უბრუნდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ნურავის ჰგონია, რომ გარდავიცვალეთ"

შედის თუ არა დაპირისპირება ახალ ფაზაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო