რომელი ავტორის ნაწარმოებები იყო ოზურგეთში ყველაზე გაყიდვადი? – ამ კითხვით "გურია ნიუსმა" წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" წარმომადგენელს ოზურგეთში სოფო კოსტავას მიმართა.
სოფო კოსტავას თქმით, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული სპეციალური წიგნები თინეიჯერებისთვის.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ 15 ავტორს, რომლის წიგნები ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა ზაფხულის სამი თვის განმავლობაში.
"შერჩევა" – კირა კასი, ლიბერთინს – "წიგნის ქურდი" – მარკუს ზუზაკი, დათო ტურაშვილი – "ჯინსების თაობა", "ის საიდუმლო’ – მიშელ ფალკოფი, "სამოსელი პირველი" – გურამ დოჩანაშვილი, "სხვა დეტექტივი’ – გიორგი კეკელიძე, "ნუ მოკლავ ჯაფარას" – ჰარპერ ლი, "პანდემონიუმი’ – ლორენ ოლივერი, "გიკი გოგო" – ჰოლი სმეილი, "არჩევანი" – ნიკოლას სპარკსი, "ღირსება" – ელიფშაფაქი, "სამი მეგობარი" – რემარკი, "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა" – ჯესი ენდრიუსი, "შეჭამე ბაყაყი" – ბრაიან თრეისი, "ლისაბონის ღამე" – რემარკი, "სიყვარულის ორმოცი წესი" – ელიფშაფაქი, შტეფან ცვაიგი – "უცნობი ქალის წერილი", "კლდის პირზე ჭვავის ყანაში" – ჯერომ სელინჯერი.