ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი თბილისშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ნატო-ს ოფიციალურ პირებს აეროპორტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.
ნატო-ს გენერალურ მდივანს ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ექნება, რის შემდეგაც გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სტოლტენბერგი ასევე შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტთანაც გამართავს.
იენს სტოლტენბერგი ასევე ჩაატარებს ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.