"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, პარტიული სიის მოწინავე რიგებში არცერთი მაჟორიტარი არ იქნება.
აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"გადავწყვიტეთ, რომ არცერთი მაჟორიტარი არ იქნება სიის მოწინავე რიგებში, მაჟორიტარის "სიით დაზღვევა" არ უნდა მოხდეს, მას მანდატი უნდა მისცეს მხოლოდ ამომრჩეველმა", _ წერს ვოლსკი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.