_ კი, ლამის ამერიკაში წავსულვარ და დღეს მომიხერხებია აქ ჩამოსვლა. ბუნებრივია, მე ვსაქმიანობ იმავე ფუნქციით, რაც მქონდა პოლიტსაბჭოში, ვარ გურიის რეგიონალური კოორდინატორი და იქ ვიქნები მანამ, სანამ ეს ფუნქცია იქნება აქტუალური. სანამ მაჟორიტარების კანდიდატურები გამოიკვეთება. ხოლო მათი კანდიდატურების გამოკვეთის და საქმიანობის დაწყების კვალდაკვალ, ბუნებრივია, პოლიტიკური სიმძიმე გადავა მათზე.
_ გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც, რომ “ქართულ ოცნებაში” დაძაბულობაა იმიტომ, რომ თბილისში ჩატარებული წინასწარი კვლევების შედეგად, შვიდი საარჩევნო ოლქიდან ოთხში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, რაც დანარჩენებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, დაუჯერებლად მოეჩვენა.
_ იმის გამო, რომ 8 ივნისს გაზეთ “ვერსიაში”და საღამოს “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელდა სრული დეზინფორმაცია ინკოგნიტო ინფორმატორის მიერ, არცერთ პარტიასთან ამ დეზინფორმატორს კავშირი არ აქვს, მაგრამ რაღაცა ფორმით მან საჭიროდ ჩათვალა, რაღაც ფორმით გამოეწვია შიდა პრობლემები კოალიციაში. მე ვთვლი, რომ ეს უფრო სახელისუფლებო მცდელობაა. სოზარ სუბარი გამოაცხადეს დამარცხებულად, ეკა ბესელიას გამარჯვებაც, რესპუბლიკელებს ნახევრად მაინც ჩაგვითვალეს. ოთხმა რესპუბლიკელმა მოიგო და ორი მაინც გამოაცხადეს, წყალობა გაიღეს.
_ რაიმე ორჭოფული ხომ არ შეგიმჩნევიათ ამ კვლევებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისთვის?
_არა, არანაირი.
_ ამბობენ, რომ ოზურგეთიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ზვიად კვაჟანტირაძე, ადასტურებთ?
_ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
_ სად შეიძლება ვიხილოთ დავით ბერძენიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ამბობენ იმასაც, რომ შეიძლება თქვენ კენჭი იყაროთ აჭარაში.
_ დავით ბერძენიშვილი შეიძლება იხილოთ თბილისის რომელიმე ოლქში ან სოფელ-სოფელ მოსიარულე.