პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, _ განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წინადადების საფუძველზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის გიორგი ბერუაშვილის მიმართ გახორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.