ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისი ხმაურის ფონზე დატოვა. ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრის გარეთ, სადაც ივანიშვილი მედიასთან შეხვედრას მართავდა, ოპოზიციის წარმომადგენლები, იპოთეკით დაზარალებულები და სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
რამდენიმე აქტივისტი შენობაშიც იმყოფებოდა და ბიძინა ივანიშვილს ელოდა. ისინი ოთახში ჩაკეტეს და შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს. ქუჩაში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კი გზა სხვა ავტომანქანას გადაუკეტეს, ყოფილმა პრემიერმა კი ამ დროს თეატრის შენობა დატოვა.
"ოლიგარქი უკანა კარიდან გაიპარა", _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.