AL JAZEERA-ს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ვანში მმართველი პარტიის შტაბთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 2 პოლიციელია, ხოლო ერთ-ერთი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ბესირ ატალაი მომხდარში „ქურთისტანის მშრომელთა პარტიას“ ადანაშაულებს.
„მსგავსი თავდასხმები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში სუძულვილს უფრო და უფრო ზრდის", _ აცხადებს ატალაი.
თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენონების ფანჯრების მსხვრევა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, აფეთქებამდე ერთი დღით ადრე ხელისუფლებამ 28 მერი თანამდებობიდან მოხსნა, რომლებიც, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან“ არიან დაკავშირებული.