ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩის რეკონსტრუქცია დასრულებულია.
აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ყველაზე გადატვირთული ნაწილი გახლდათ. სწორედ ამიტომ წულაძის ქუჩაზე ახალი გზაჯვარდინი მოეწყო და შესაბამისი საგზაო ნიშნები განთავსდა.
ამიერიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივი მიმართულებით იმოძრავებენ, რაც საგზაო მოძრაობას მნიშვნელოვნად დაარეგულირებს, საავტომობილო საცობებს განტვირთავს და ქვეითების გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.
(R)































































