შინაგან საქმეთა მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებას ცალკეული პარტიების მიერ შესაძლო პროვოკაციების შესახებ პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ შს მინისტრი მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე თავად, ამიტომ მინისტრის განცხადება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,ზოგადად, ისეთი პოლიტიკური ჯგუფიდან, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა“ არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, არც იმას, ჰქონდეს მცდელობა, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ და საარჩევნო პროცესში გარკვეული არეულობა შეიტანონ, რადგან შედეგის მიღწევის ერთადერთ შანსს ისინი ამაში ხედავენ. სხვა მხრივ, სტაბილურ, თავისუფალ გარემოში “ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაბანკროტებულია“, _ განაცხადა გიორგი კახიანმა.




































































