უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 სამხედრო დაიღუპა, ხოლო 15 დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პირველი სერიოზული მსხვერპლია, 1 სექტემბრის შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
დამკვირვებლების ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკრაინაში აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე საომარი ქმედებები შემცირდა, რასაც 2014 წლიდან 9 500 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, ალექსანდრე მოტუჟიანიკის განცხადებით, სეპარატისტებმა გასულ დღეს მძიმე იარაღი პირველად გამოიყენეს და ასევე პირდაპირ დაესხნენ თავს უკრაინის პოზიციას ლუჰანსკის რეგიონში.
"დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა მდინარე გადალახა და ჩვენს სამხედროებს თავს დაესხა. ბრძოლა 15 წუთი გაგრძელდა,"_განაცხადა მოტუჟიანიკმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ სეპარატისტულმა მთავრობამ უკრაინული მხარე ზავის დარღვევაში დაადანაშაულა.
მათი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები დასახლებულ ტერიტორიაზე მძიმე იარაღით ისროდნენ.




























































