“რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ნინო გოგუაძე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
“კარგი იქნებოდა, რომ თვითონ ამომრჩეველს ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას არავინ არაფერს აძალებს და არავინ იყენებს მას როგორც რესურსს. ეს, ალბათ, ყველა პოლიტიკური პარტიის ამოცანა იქნება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, ეს განცდა დავამკვიდროდ არა მხოლოდ ოზურგეთში, არამედ მთელ საქართველოში. ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტი, რომ ამომრჩეველი იყოს დაცული და მას არ ჰქონდეს განცდა იმისა, მის ხმას და მის რაიმე შესაძლებლობას, რომელიმე პოლიტიკური ძალა გამოიყენებს სათავისოდ მისი ნების წინააღმდეგ.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატებში დეპუტატობის კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები ოზურგეთში. ამ კითხვაზე დეპუტატობის კანდიდატებმა უპასუხეს.