https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაარღვია თუ არა GDS-მა კანონი გადაცემის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ გაშვებით

16:09; 14.09.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია GDS-ის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ განცხადებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შეისწავლეს 2016 წლის 08 სექტემბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ერთობლივად გავრცელებული განცხადება და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2016 წლის 09 სექტემბრის მომართვა შპს „ჯი–დი–ეს თი–ვის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ თაობაზე, რომლის რესპოდენტი საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილია და დაადგინა, რომ ტელეკომპანია GDS-სს კანონი არ დაურღვევია. 

"კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემის და არჩევნების გაშუქების მიმართ  წაყენებულ მოთხოვნებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში საუბარია აღნიშნული მუხლის მე–9 პუნქტის უგულებელყოფაზე. კერძოდ, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, „საარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა საჭიროა გამიჯნოს სახელმწიფოებრივიდ აპარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვასმიუკერძოებლობის, ობიექტურობის  პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი.  მაუწყებელს განსაკუთრებული სიფრთხილემართებს  სახელმწიფო მოხელის საქმიანობის გაშუქებისას, იმისათვის რომ მკაფიოდ განასხვავოს  მისი, როგორც თანამდებობის პირის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და კერძო/პარტიული/საარჩევნო საქმიანობა“.

აღვნიშნავთ, რომ ხსენებული ნორმა განსაზღვრავს მაუწყებლის წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესს, რომლის დროსაც მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მკაფიოდ გამიჯნოს მოქმედი სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება მისი კერძო პარტიული/წინასაარჩევნო საქმიანობისაგან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს.

კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამასთანავე, დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. შესაბამისად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს თუ რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა“. ასევე, ანონსში დემონსტრირებულია „ქართული ოცნების“ ნომერი და სიმბოლიკა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერსაკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა(იგულისხმება გადაცემის ანონსი), რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ მაუწყებლის მიერ საკუთარი პროგრამის ანონსის სამაუწყებლო ბადეში განთავსება არ უნდა ჩაითვალოს რეკლამად, მათ შორის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საერთო მაუწყებლების ბადე (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) გაჯერებულია იმგვარი ტიპის პროგრამების ანონსებით, რომლებშიც ნაჩვენებია როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები, ისე საარჩევნო სიმბოლიკა.

რაც შეეხება „პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას“, აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აგატიციის ნიშნებით ხასიათდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, არამედ გასართობი და იუმორისტული გადაცემები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები და სხვა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირების საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია, მით უფრო, რომ შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებელი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ცენზურა აკრძალულია. მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს.

ამავე დროს, კომისია ყურადღებას ამახვილებს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას, ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შორის პროპორციულობისა და ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე და მიმართავს მაუწყებლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამართლიან, მიუკერძოებელ და დაბალანსებულ გაშუქებას, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებული (მათი ჩართულობით) მიმდინარე ამბების გადაცემისას/საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების განთავსებისას სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტისა და ბალანსის პრინციპების დაცვა, რაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს როგორც ერთი კონკრეტული გადაცემის ფორმატში, ისე მაუწყებლის ეთერში განთავსებული სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში", _ აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026

თოფაძე-მრეწველები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ეს ინფორმაცია ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია" _ ზუგდიდის გამგებელი

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო