„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხელისუფლებას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. რულოვსის თქმით, გუშინ გვიან ღამით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ თუ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოფელში დაწყებული გზის მშენებლობა შეჩერდებოდა.
„თქვენ ხედავთ, რომ შეხვედრაზე ცოტა ხალხია მოსული, ეს არა იმიტომ, რომ აქ ცოტა ოჯახი ცხოვრობს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარომადგენლები და მმართველი პარტიის წევრები მოვიდნენ წუხელ ამ სოფელში და უთხრეს მოსახლეობას, რომ თუ შეხვედრაზე მოვიდოდნენ, გზას აღარ დააგებდნენ გრიგოლიშში. ასეთი სულელური მიდგომებით ძალიან დავიღალე უკვე. ხალხიც მგონი მიხვდა, რომ მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ“, _ განაცახადა სანდრა რულოვსმა.