"მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში", ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ PalitraNews”-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა”, განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, ეს კონტრაბანდასაღმოფხვრის.
ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა, რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა”, _ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.