რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში, სოფელ სობისის მკვიდრი, 17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილი გაიტაცეს. ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ის სოფელ ბერშუეთის სიახლოვეს იმყოფებოდა, როდესაც დააკავეს. მათივე თქმით, გოგიჩაიშვილი ოკუპანტებმა ოსურ სოფელ წინაგარაში რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
ინფორმაცია დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ, ოჯახის წევრებს ტელეფონით თავად ოკუპანტებმა მიაწოდეს.
ამ დროისთვის კი არასრულწლოვანი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჯარიმის თაობაზე ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.