სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური სამსახური მონიტორინგის შედეგებს ავრცელებს. კვლევა10-30 აგვისტოს პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ გაწეული ხარჯი, რაც საერთო ჯამში, 6 431 889 ლარია.
ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან 2 789 274 ლარი შეადგინა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაწეულმა ხარჯმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კი _ 903 241 ლარი.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების ხარჯებს აღნიშნულ პერიოდში, შემდეგნაირად გადანაწილდა: „სახელმწიფო ხალხისთვის“ _ 644 203 ლარი; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ _ 628 484 ლარი; „პატრიოტთა ალიანსი“ _ 370 330 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ _ 248 388 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ _199 417 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ _ 177 727 ლარი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ _ 168 997 ლარი; „ლეობორისტული პარტია“ _ 78 823 ლარი; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ _ 65 390 ლარი; სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ _ 42 903 ლარი.