"თითქმის სამი თვე გავიდა, რაც მე პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა. ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად, რაც მთავარია, მანამდე უმნიშვნელო დეტალებზე დასაკვირვებლად", _ ამის შესახებ ”ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ ზუსტად იცის, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება და ამაყობს ქართველობით.
"სამყაროში პოზიტიური და ნეგატიური ენერგია თანაბარია, დანარჩენი განწყობაზეა, თუ რომლის აღქმა უფრო სურს ადამიანს. გლდანში ბევრად მეტი დადებითი პიროვნება გავიცანი, ვიდრე _ უარყოფითი, რამაც ძალიან გამახარა. აქ ყურადღების ყველანაირ გამოხატვას ასმაგად აფასებ და მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმ ხალხის, ვისი იმედიც მქონდა, არამარტო გაამართლა ჩემი ვარაუდი, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა! მე ვამაყობ ასეთი მეგობრები რომ შემხვდა! მე ვამაყობ ასეთი ოჯახი რომ მყავს! მე ვამაყობ ქართველი რომ ვარ! ზუსტად ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ჩრდილოელი Night walker-ები ვერ მოგვერევიან! ჩვენ გვიცავს კავკასიონი და შინაგანი მორალური კოდექსი, რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს!”, _ წერს რჩეულიშვილი.