საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 20 დღით ადრე, "გურია ნიუსისა" და "არასამთავრობო ორგანიზაცია" პოტს ალიონის" ორგანიზებით პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდებს შეხვდა და მათ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ესაუბრა.
შეხვედრა, საათნახევრის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და კალაძემ ყველა აქტუალურ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. შესაბამისად გადაცემა "არჩევანი" განსხვავებული ფორმატით "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ჩაიწერა.