დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.
დელეგაციის შემადგენლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოსე იგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა შედიან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან მართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან.