გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

    პენტაგონი: „უკრაინამ თავი უნდა დაიცვას“

    ტეხასში დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

    რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

    პენტაგონი: „უკრაინამ თავი უნდა დაიცვას“

    ტეხასში დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

    რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!”- უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

22:09; 22.09.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.

წერილის წანამძღვარში უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ "საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ,  იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა".

"მაშინ, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მე ბრალი დამდეს არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებაში და ცუდ პარტნიორობაში, მე განვმარტე საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ჩემს განმარტებას სიცრუე უწოდეს, წინა ბრალდებებს ესეც მიამატეს და ყოველდღე იმეორებენ. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად. 

დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!

არ ვაპირებ იმიტომ რომ,  არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე!

გაგაცნობთ ერთ დოკუმენტს, იმ მრავალთაგან, რომელიც ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციაზე, ჩვენს მიერ ერთად გაკეთებული საქმის გაფრთხილებაზე, ცივილიზებულ ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე…

დიახ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება არაფერს არ რგებს საქმეს და ქვეყანას. მაგრამ თუ მას "პინგ-პონგი" არ მოსწონს, მე კიდევ "ცალ კარში" თამაში არ მხიბლავს…

მე არ ვაქვეყნებ პირად წერილს. მე არ ვასაჯაროებ სახელმწიფო საიდუმლოს. მე ვაქვეყნებ იმ წერილს, რომელშიც ჩვენი დღევანდელობისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა საუბარი. საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ,  იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა", _ წერს დავით უსუფაშვილი.

"გურია ნიუსი" დავით უსუფაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი,

ალბათ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ჩემი პრობლემური წერილებით, მაგრამ მაინც გწერთ და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვაჭარბებ პრობლემის დასმაში…

ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1 სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკური პარტია", ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც.

მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც. ბუნებრივია, საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი უნდა დალოდებოდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. გაჩნდა იმის შანსიც, რომ სწორედ ახალი პრემიერის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას დამთხვეოდა კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც.

განვლილ ორთვენახევარში პრემიერის თითქმის მთელი დრო და ენერგია წაიღო უაღრესად საშურმა სამთავრობო საქმეებმა. პარალელურად კოალიციის დამფუძნებელმა გადაწყვიტა კოალიციურ-პოლიტიკურ-საარჩევნო საქმეებიდან მაქსიმალური დისტანცირება. შედეგად მივიღეთ გარკვეული ვაკუუმი კოალიციის პოლიტიკურ მენეჯმენტში და მიმდინარე პოლიტიკური პროცესიც და კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც წარიმართა ძირითადად თვითდინებით, სხვადასხვა მხრიდან წამოსული თვითდამაზიანებელი ინდივიდუალური ინიციატივებით და კონტრ-ინიციატივებით. ეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ კონსოლიდაცია, დისციპლინა და მონოლითურ გუნდად წარმოჩენაა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა. 

დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი შეფასებით, ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან და ყოველდღე შეიძლება მივიღოთ ახალ-ახალი უკიდურესად დამაზარალებელი სიურპრიზები სხვადასხვა მხრიდან. გარკვეული გაგებით, დღეს მე ვეღარც მართალს ვხედავ ვინმეს და ვეღარც მტყუანს. ეს ის ვითარებაა, როცა ყველას თავისი სიმართლე აქვს, იმიტომ, რომ ერთიანი გუნდის განცდა მინიმუმის ნიშნულზეა და "ყველა თავისას ცდილობს, რას ერჩი"… (სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უნებურად სწორი ტაქტიკა გამოვიდეს – არჩევნებამდე დარჩენილი დროის ცაიტნოტის და "ფუტკრის აშლილი სკის" სინდრომის ერთობლიობამ შესაძლოა სწრაფ და ეფექტურ დალაგებამდე მიგვიყვანოს…)

ასეა თუ ისეა, 6-7 თვის დაგვიანებით, სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ნომერი პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. ცხადია, ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეწყვიტოთ კოლექტიური კოალიციური თვითდაზიანების პროცესი. საკითხს მრავალი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ასპექტი აქვს ("ქართული ოცნების" შიდა პარტიული რეფორმა, კოალიციის დღევანდელ თუ მომავალ პარტნიორებთან მიმართება, საარჩევნო შტაბი, კანდიდატები და ა.შ), მაგრამ ამ ეტაპზე მე მათზე ერთნაირი დოზით ვერ მექნება ვერც მოსაზრებები და ვერც ინიციატივები. მაგრამ ერთ კონკრეტულ ასპექტზე – "რესპუბლიკელებთან" ურთიერთობაზე – ვალდებული ვარ დაუყოვნებლივ მოგმართოთ:

·         თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, რომელიც დადასტურებული იქნა კოალიციის ლიდერის მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ.

·         თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ზოგადი შეთანხმება აღარ არის ძალაში, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ვიღონოთ რათა ისე გავიყაროთ, რომ ქვეყნის ინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები ვავნოთ. 

მე პირადად ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელ სურვილში, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა, მაგრამ დღეს სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეები უფრო ქმნიან ამინდს. მაგალითად, ერთი კვირის წინ პრემიერთან შეხვედრისას შეჯერებული გეგმა და მესიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შემდეგ დღეებში სხვების აქტიურობით პრაქტიკულად გაშარჟდა…

ვხედავ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც "ოცნება" და არც "რესპები" არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხ-წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ეხლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ – არჩევნებამდე არაცივილურიგაყრისკენ.

მე პირადად, არაცივილურ გაყრაზე და ქვეყნისთვის მის შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთს აცდენილმა და ერთმანეთისთვის დროზე ვერ ახსნილმა კეთილი განზრახვების ერთობლიობამ სწორედ აქ მიგვიყვანოს… მინდა გულწრფელად გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი.

ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ… თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ", _ აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს 2016 წლის 11 მარტს გაუგზავნა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

აკადემიური საბჭო დღეს თსუ-ს რექტორს აირჩევს

"უგულავა _ კაბელების საქმის" განხილვა დასრულდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

,, საქართველოში უვიზო მიმოსვლის საკითხი დგას ივანიშვილის რეჟიმზე”

11:15; 9.07.2025
მსოფლიო

პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

10:15; 9.07.2025
ზაფრანი

სახიფათოა თუ არა დღისით ძილი

10:04; 9.07.2025
საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

9:56; 9.07.2025
პოლიტიკა

ვაჟა დარჩია: “რიჟვაძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა”

20:07; 8.07.2025
ფინანსები

PLUS 8 წლის გახდა – როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

18:48; 8.07.2025
საზოგადოება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

17:45; 8.07.2025
სპორტი

“რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ყველაფერი ასე დაიწყო” – პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზი ახსნა

17:21; 8.07.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:15; 8.07.2025
სამართალი

მოწმე პოლიციელი: ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული

17:06; 8.07.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

16:55; 8.07.2025
საზოგადოება

რატიანი: რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

16:37; 8.07.2025
საზოგადოება

როგორ შველის მაალოქსი გულძმარვას — პრეპარატის მოქმედების მექანიზმი

14:59; 8.07.2025
ზაფრანი

ბრაზილიელი „ნისტრადამუსი“ დიდ მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს

14:05; 8.07.2025
ფინანსები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:01; 8.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025
0

“წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

8:48; 28.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო